16:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 17:44:23, 827 ნახვა

სამართალი
ადვოკატი ნათლისღებაზე ირაკლი ფირცხალავასა და გია სოსანაშვილს შორის სატელეფონო საუბარს ადასტურებს

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი დავით ხაჟალია ადასტურებს, რომ  ფირცხალავას იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ გია სოსანაშვილთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

ადვოკატის თქმით, ირაკლი ფირცხალავამ სოსიაშვილს მხოლოდ ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.

"მიგვაჩნია, რომ ეს სატელეფონო ზარები არაფერს არ ნიშნავს და არანაირად არ აკავშირებს ირაკლი ფირცხალავას ამ მკვლელობის საქმესთან, უფრო მეტიც,  ფირცხალავა ამბობს- "დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ტელეფონზე მისმენდნენ. ჩანაწერებიც იქნება. ამოიღონ, გამოაშკაროან და იქაც ნახავენ რა ტექსტით ვსაუბრობთ. დანაშაულის ჩადენა არანაირად არ ასხამდა წყალს ირაკლი ფირცხალავას და არც სხვა თანამშრომელთა წისქვილზე, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი მუხტი იმისა, რომ ამ საქმეებზე სიტუაცია გამძაფრებულიყო",-განაცხადა დავით ხაჟალიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics