09:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 13:25:31, 1364 ნახვა

კომენტარი
კობახიძე ენმ-ზე - ისინი არიან კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, სირცხვილია

პარლამენტში წარმოდგენილ რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, სულ ორმა-სამმა კაცმა იცის ინგლისური, ეს ადამიანები რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ძალიან დიდი სირცხვილია - ამის შსახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი არიან კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას.

„პარლამენტში წარმოდგენილ რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, სულ ორმა სამმა კაცმა იცის ინგლისური. ეს ადამიანები რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ეს თავისთავად ძალიან დიდი სირცხვილია. ლევან ხაბეიშვილის ან მისი სხვა მეგობრების ინგლისური მოიკითხონ, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოს პარლამენტში, ამიტომ, სხვისი უცხო ენების ცოდნა მათი გადასამოწმებელი არ არის. ისინი არიან კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, რაც უბრალოდ, სირცხვილია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics