23:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 15:11:24, 633 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ ზუბადალაშვილმა ახალი დანადგარით პირველი სანომრე ნიშანი დაბეჭდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს,  სანომრე ნიშნებისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის პროვაიდერ UTAL Sp.zo.o-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

მომსახურების სააგენტოსა და პოლონურ კომპანიას შორის 2015 წლის 12 იანვარს დადებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში სტუმრებმა ქართულ მხარეს გამოსაცდელი ვადით,  სანომრე ნიშნების დასამზადებელი დემო აღჭურვილობის  (PRESS NFC SECURE) ახალი დანადგარი და ტვიფრები (კლიშეები) უსასყიდლოდ გადასცეს.

სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა სტუმრებთან ერთად  პირველი სანომრე ნიშანი დაბეჭდა. პოლონელმა ექსპერტებმა კი სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დანადგარის გამოყენების წესი და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

კომპანიის წარმომადგენლებმა სააგენტო დაათვალიერეს და გაწეული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მხარეებს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა საკითხი, ასევე სტუმრებმა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
მომსახურების სააგენტო ასევე თანამშრომლობს გერმანულ კომპანია ERICH UTSCH AG-თან და  უახლოეს მომავალში დაგეგმილია აღნიშნული კომპანიის სანომრე ნიშნების საბეჭდი დანადგარის გამოცდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics