19:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-17 21:05:20, 4116 ნახვა

High - Tech
Fendi-მ კრიპტოსაფულე წარადგინა

კარლ ლაგერფელდის ავტორობის ფრანგულმა ბრენდმა, Fendi-მ მინიატურული კულონი-კრიპტოსაფულე შემოდგომა-ზამთრის მაცის კოლექციის ჩვენებაზე წარადგინა. აქსესუარი კრიპტოსაფულეების შემქმნელ ბრენდ Ledger-თან კოლაბორაციაში შეიქმნა. 
კომპიუტერული ფლეშ-მეხსიერების პლატა მინიატურულ, ანადირებული ალუმინის ზარდახშაშია მოთავსებული, რომელიც თავის მხრივ ერთგვარი დაცვის როლს თამაშობს:
"Fendi-ინოვაციებისა და ხელოვნების სინონიმია. ჩვენ გვიყვარს სიახლეები. შექმნის პროცესი ნიშნავს დავინახოთ ის, რაც ხილული და უხილავია, ჩავწვდეთ საგნის არსს, შევძინოთ მას ფუნქცია და გავხადოთ ის მოთხოვნადი ახლომდებარე მომავალში, გავხადოთ საგანი შუამავალი ფიზიკურ და ვირტუალურ რეალობებს შორის. Fendi-ს და Ledger-ის კოდების ადაპტაცია, მხოლოდ პირველი ნაბიჯია", - წერს სილვია ვენტურინი, Fendi-ს ერთ-ერთი კრეატიული დირექტორი.
როგორც ჩანს კრიპტოსაფულეს რამდენიმე დიზაინში ვიხილავთ, მაგრამ ყველა ზარდახშა, Fendi-ს ცნობილი ჩანთების მინიატურული მეტალის ვერსია იქნება. 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics