2020-06-04 10:42:31, 17090 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - COVID-19-ით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე 80%-ს გადააჭარბა.
„ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 144 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა თითქმის სამნახევარჯერ უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს და გამოჯანმრთელებულებისპროცენტული მაჩვენებელი უკვე 80-ზე მეტია.
ეს ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის არსებული წყარო და მიეკუთვნება საბურთალოს. ის არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით დაინფიცირებული“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,