2020-05-29 10:34:06, 14361 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსისგან 4 პაციენტი განიკურნა, რომლებიც კლინიკას დატოვებენ.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებულებს შორის ერთი მოზარდია.
„გუშინ Covid-19-ის დიაგნოზის მქონე იყო 32, აქედან გამოჯანმრთელდა ოთხი. ერთი მოზარდი და სამი ზრდასრული. ორი ოჯახის წევრები არიან. დარჩენილია 28 პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით. 10 ბავშვია, დანარჩენი მოზრდილები. პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია, უმეტესობა ელოდება გამოჯანმრთელებას. ახალი პაციენტი კვლევაში ჩასართავად არ გვყავს. დაახლოებით 4 პაციენტზე ველოდებით გამოჯანმრთელების მონაცემებს“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,