07:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 10:44:52, 3520 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული 7 პაციენტი მოათავსეს - ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული 7 პაციენტი მოათავსეს.

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ შვიდიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

„დაგვემატა 16 დადასტურებული და ამჟამად გვყავს 582 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული ქვეყანაში დაემატა 23 და გვყავს 207. ამ მონაცემების შეჯერებით, ამ ეტაპზე კოვიდ კლინიკებში 368 პაციენტი მკურნალობს. წყაროები უცვლელია, ამიტომ ამის დაზუსტებას არ აქვს მნიშვნელობა.

გუშინ ჩვენგან გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული. დაგვემატა 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან ერთი არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით. ესაა მაღალი ასაკის პირი, რომელსაც თან არსებული დაავადება აქვს, მძიმე გიპერტონული დაავადებითაა. ამ ეტაპზე მდგომარეობა ჯერჯერობით ასეთი გვაქვს“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, შვიდ ახალ ინფიცირებულს შორის სამი არის მოზარდი.

„ამ შვიდში არის 3 მოზარდი ,მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე 13 მოზარდი გვყავს კლინიკაში. მათი მდგომარეობა კეთილსაიმედოა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics