2015-08-15 03:13:16, 595 ნახვა
სამართალი
ხარშილაძე წლის ბოლომდე გათავისუფლდება ძაძამია კი სასამართლოდან გაუშვეს
ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს, რის საფუძველზეც მიხეილ ძაძამიას აღარ დააპატიმრებენ.
მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით ხარშილაძე 1 წელი და 9 თვე, ხოლო ძაძამიას კი 11 თვე 41 დღე შეეფარდა.
მიხეილ ძაძამიას ამინისტიის შესახებ 2012 წელს მიღებული კანონის შესაბამისად განსაზღვრული სასჯელი 8 თვითა და 23 დღით შეუმცირდა, რაც მას უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა აღარ მოიწევს. იგი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა და პატიმრობაში აღარ დარჩება.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ ძაძამიასთვის შეფარდებული გირაო, 2 ათასი ლარის ოდენობით, ერთი თვის ვადაში უნდა დაბრუნდეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან