16:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 23:05:04, 16233 ნახვა

ომი უკრაინაში
დავითაშვილი - შეიქმნა პლატფორმა, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი მიაწოდონ

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე სპეციალურ პლატფორმებზე ისაუბრა, სადაც ფერმერებს შესაძპებლობა ექნებათ, მოვაჭრეებს ბითუმად მიაწოდონს თავიანთი წწრმოებული მალფუჭებადი სურსათი.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობს კოორინაციაზე. 

„ჩვენ გვესმის რამდენად რთულ ვითარებაში უწევს ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობების განხორციელება, განსაკუთრებით ეს ეხება ფერმერების საქმიანობას, მალფუჭებადი სასურსათო პროდუქტის დროულად ბაზარზე მიწოდებას, მაგრამ  გადაწყვეტილებები, რომლებსაც საკოორდინაციო საბჭო და მთავრობა იღებს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, მათ ჯანმრთელობაზე. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოვუხადო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომლებსაც საკოორდინაციო საბჭო აწესებს, რადგან ეს მოთხოვნები არის გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული. 

იმისთვის, რომ  ჩვენ ამ სიტუაციაში შევძლოთ პროცესების უკეთესად მართვა, სასურსათო ჯაჭვი იყოს უწყვეტი და მოსახლეობის სურსათით მომარაგებას არ შეექმნას პრობლემა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლი ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობდეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს კოორდინაციაზე. მათ შორის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში ვცდილობთ, რომ კომუნიკაცია მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის დამყარდეს. ამისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, საბითუმო სავაჭრო ქსელი „ჯიბე“, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მიაწოდონ ბითუმად მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი. თბილისის რამდენიმე რაიონში ეს იქნება დამატებითი სავაჭრო, ორგანიზებული პლატფორმა იმისთვის, რომ სანიტარიული, ჰიგიენური წესების დაცვით და დაავადების გავრცელების რისკის შემცირების პირობებში მოხდეს ვაჭრობის უწყვეტი განხორციელება“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics