2015-05-11 09:50:48, 1050 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: გერმანიას და რუსეთს შორის ურთიერთობების ცუდი ფაზაა
„გერმანიას და რუსეთს შორის ურთიერთობების ცუდი ფაზაა“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანია-რუსეთს შორის ურთიერთობების ცუდი ფაზა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების განსხვავებული ხედვით არის გამოწვეული.
„საიდუმლო არაა, რომ გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობების ცუდი ფაზაა. ეს არის გამოწვეული უკრაინაში განვითარებული მოვლენების განსხვავებული ხედვით. მიმაჩნია, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მინსკის პროცესი მუშაობს. პრობლემები არსებობს, მაგრამ 12 თებერვლის შემდეგ უკრაინაში ვითარება ბევრად უფრო მშვიდია“,-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან