2015-04-20 12:04:48, 1287 ნახვა
მსოფლიო
ნორვეგიის მთავრობა მოსკოვისგან განმარტებებს ითხოვს
რუსეთის ელჩი, ფედერაციის ვიცე-პრემიერის, დიმიტრი როგოზინის არქიპელაგ შპიცბერგენში ვიზიტის გამო, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
დიმიტრი როგოზინზე ევროკავშირის სანქციები მოქმედებს. როგოზინი იმ პირთა სიაშია შედის, რომელთაც ყირიმის ანექსიაში მონაწილეობის გამო ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა აუკრძალეს.
ნორვეგია, რომლის კუთვნილებაც არქიპელაგი შპიცბერგენია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 2014 წლის ოქტომბერში შუერთდა.
ნორვეგიის საგარემო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ სანქციების სიაში შემავალი პირების არქიპელაგზე ყოფნა არასასურველია.
როგოზინი კუნძულზე ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. აღსანიშნავია, რომ მისი ვიზიტის შესახებ ნორვეგიის მთავრობამ საგაზეთო სტატიიდან შეიტყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან