01:09 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 21:28:35, 1031 ნახვა

სხვადასხვა
ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა დატოვა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილიმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ირაკლი შიხიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ის ამბობს, რომ ის ტოვებს თანამდებობას და რიგით ვეტერანად რჩება.

მისივე ინფორმაციით,  მას სხვა თანამდებობის დაკავება შეთავაზეს, თუმცა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

"ექსპრესნიუსი" ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის საქმე, რასაც აქამდე ვემსახურებოდი, მნიშვნელოვანი იყვნენ ის ადამიანები, ვის კეთილდღეობაზეც 24 საათი ვზრუნავდი. სამსახურმა განახორციელა უამრავი პროექტი და იგეგმებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის წამოწყებები. ამიტომ მინდა წარმატება ვუსურვო იმ ადამიანს, ვინც დაიკავებს ჩემს ადგილს და ამ საქმეს გააგრძელებს. შემომთავაზეს სხვა თანამდებობების დაკავება, თუმცა უარი განვაცხადე, რადგან ეს საქმე ჩემთვის მორალურად იყო მნიშვნელოვანი, მივდივარ და ვრჩები რიგით ვეტერანად. მე, ირაკლი შიხიაშვილი ყოველთვის ვუგულშემატკივრებ თითოეულ ვეტერანს და ვიდგები ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე",-აცხადებს შიხიაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics