2025-09-05 20:17:42, 2143 ნახვა
კომენტარი
ევროკომისიის წარმომადგენელი - ბრალდებები, რომ ევროკავშირი საქართველოს ოჯახური ღირებულებების გამო სჯის, არასწორია
„ბრალდებები, რომ ევროკავშირი საქართველოს ტრადიციული, ოჯახური ღირებულებების გამო სჯის, უბრალოდ არასწორია. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის ძლიერი მხარდამჭერია და სრულად პატივს სცემს მის კულტურასა და იდენტობას“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მარკუს ლამერტმა პრესკონფერენციაზე Euroscope-ის რედაქტორის კითხვის საპასუხოდ.
„ადამიანის უფლებების დაცვა, ხელშეწყობა და პატივისცემა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ბირთვს წარმოადგენს.
ეს არის ღირებულებები, რომლებსაც როგორც საქართველო, ასევე ევროკავშირი იზიარებენ და ამ კონტექსტში ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს და ყველასთვის ფუნდამენტური ადამიანის უფლებების დაცვას, მათ შორის დისკრიმინაციისგან დაცვას“, - განაცხადა წარმომადგენელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,