2025-08-27 16:40:43, 1109 ნახვა
კომენტარი
ნატროშვილი პროკურატურაზე: - სწორედ ესაა საბოტაჟი - ქვეყნის მომავლის საბოტაჟი ხდება ამ ნაბიჯებით
სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი, ლევან ნატროშვილი „ფორმულას” ეთერში გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.
ნატროშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ანაგარიშების დაყადაღების მოლოდინი რეპრესიული კანონის, FARA-ს ფარგლებში ჰქონდათ. თუმცა, პროკურატურის გააქტიურებას არ ელოდნენ.
„ქართული ოცნების” პროკურატურა აცხადებს, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები.
დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების”, „საფარის” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,