11:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-11 10:15:01, 1233 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან ცეცხლი მინიმუმ 30 დღით უნდა შეწყდეს

საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ მოხდა.

“შაბათს, 2025 წლის 10 მაისს, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ.

ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა იყოს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით.

ისინი შეთანხმდნენ, რომ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა არ შეიძლება შეზღუდული იყოს არავითარი პირობებით. თუ რუსეთი ასეთ პირობებს წამოაყენებს, ეს შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ როგორც ომის გაგრძელებისა და დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა.

ისინი მოითხოვენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ყოვლისმომცველი იყოს: ცაში, ზღვასა და მიწაზე…

ისინი მიესალმნენ იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ და შინაარსიანი საუბრების ჩატარებისკენ მოწოდებას მხარს უჭერს როგორც ევროპა, ასევე შეერთებული შტატები.

მათ აღნიშნეს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერების უკიდურესი მნიშვნელობა, როგორც უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტის. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ძირითადი ელემენტი ასევე უნდა გახდნენ საგარანტიო ძალები (კონტინგენტი).

ისინი შეთანხმდნენ: თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, საჭირო იქნება უფრო მკაცრიო სანქციების გამოყენება მისი საბანკო და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ, რომლებიც სამიზნეში ამოიღებენ წიაღისეულ საწვავს, ნავთობსა და ჩრდილოვან ფლოტს.

ისინი შეთანხმდნენ ევროკავშირის ძლიერი სანქციების მე-17 პაკეტის მიღებასა და მისი იმ სანქციებთან კოორდინაციაზე, რომლებიც შემოიღეს დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ, ასევე შეერთებულმა შტატებმა.

ისინი შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების ეფექტურად გამოყენებაზე მუშაობის გაგრძელებაზე და ამ საკითხის “დიდი შვიდეულის” შემდეგ სამიტზე განხილვაზე.

მათ მზაობა გამოხატეს მომავალშიც გააგრძელონ უკრაინის თავდაცვის გაძლიერება, განსაკუთრებით უკრაინული არმიის. ეს უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვითი სიმყარის დაფინანსებას და ინვესტიციებს შეიარაღების წარმოებაში როგორ უკრაინაში, ასევე ევროპულ ქვეყნებშიც ერთობლივი პროექტების ფარგლებში,” - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics