2016-02-29 09:35:20, 3873 ნახვა
კულტურა
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი - ლეონარდო დი კაპრიო, “ოსკარები” დასრულდა
ჰოლივუდში, დოლბის თეატრში კინოინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად ყოველწლიურად გამართული დაჯილდოების ცერემონია, ოსკარები 2016 დასრულდა. გამარჯვებულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ლეონარდო დი კაპრიო, ფილმისთვის - რევენანტი
წლის საუკეთესო მსახიობი ქალი - ბრი ლარსონი, ფილმისთვის - ოთახი
წლის საუკეთესო ფილმი - ყურადღების ცენტრში
წლის საუკეთესო რეჟისორი - ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ, ფილმისთვის - რევენანტი
მეორეხარისხოვანი როლი, მამაკაცი - მარკ რაილენსი, ფილმისთვის - ჯაშუშთა ხიდი
მეორეხარისხოვანი როლი, ქალი - ალისია ვიკანდერი, ფილმისთვის დანიელი გოგო
წლის ანიმაციური ფილმი - თავდაყირა
ეს ოსკარების დაჯილდოების, რიგით 88-ე ცერემონია გახლდათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან