23:21 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 12:11:34, 1970 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში იმყოფება. 12-13 ოქტომბერს ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრმა პროგრამის დაწყებამდე უკვე გამართა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე, რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრება, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდება. მხარეები უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. თავდაცვის უწყების ხელმღვანელი დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კატლერსაც შეხვდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics