20:36 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 11:01:59, 835 ნახვა

სამართალი
მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს  მამუკა გვარამიასა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს  როსტომ ლაზარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ საღამოს მიიღო. 

პროკურატურა გვარამიასა და ლაზარიას მიმართა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ცნობისთვის, პროკურატურამ ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე წარუდგინა. მათ ბრალად მტკიცებულებების გაყალბება ედებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics