2020-04-06 23:46:41, 10288 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა - იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს- ამის შესახებ, the guardian იუწყება.
პრემიერმინისტრი გონზეა და მას ამ დროისთვის ფილტვების ვენტილაციის აპარატი არ სჭირდება
"პრემიერმინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და სამედიცინო გუნდის რჩევის შესაბამისად, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს", - წერია პრემიერის აპარატის განცხადებაში.
ამასთან, ცნობილი ხდება რომ პრემიერის მოვალეობას დროებით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამავდროულად სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი შეასრულებს.
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში სიმპტომების გაუარესების შემდეგ, კვირას გადაიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,