2020-04-06 10:23:17, 4162 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 275 542-მდე გაიზარდა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 275 542-მდე გაიზარდა, რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობა, მან 69 498-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოკლინსის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ავრცელებს.
მათი ინფოცრმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 262 985 ადამიანი.
გარდა ამისა, აშშ-ში კორონავირუსით გარდაიცვალა - 9 647, იტალიაში - 15 887, ესპანეთში - 12 641, გერმანიაში - 1 584, საფრანგეთში - 8 093, ჩინეთში - 3 335, ირანში - 3 603, ინგლისში - 4 943 და ა.შ.
აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა 337 637-ს შეადგენს, იტალიაში - 128 948, ესპანეთში - 131 646, გერმანიაში - 100 123, საფრანგეთში - 93 780, ჩინეთში - 82 641, ირანში - 58 226, ინგლისში - 48 440 და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კორონავირუსი მსოფლიოს 183 ქვეყანაშია გავრცელებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,