2015-01-26 16:24:41, 680 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი: შსს-ში ხელმეორე პოლიტიზაციის შეუქცევადი პროცესები დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმეორე პოლიტიზაციის შეუქცევადი პროცესები დაიწყო,-ასე აფასებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაურის წარდგენას.
ნათელაშვილის აზრით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის შს მინისტრად დანიშვნა, ნიშნავს იმას, რომ მისი საქმიანობა პოლიტიკურ რეპრესიებსა და დევნაში გადაიზრდება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმეორე პოლიტიზაციის შეუქცევადი პროცესები დაიწყო და რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი სპა, პირადი დაცვის უფროსი გახდება სპეცსამსახურებისა და ოპერატიული სტრუქტურების უფროსი, ნიშნავს იმას, რომ მისი საქმიანობა აუცილებლად გადაიზრდება პოლიტიკურ რეპრესიებსა და დევნაში",-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან