11:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 18:22:04, 826 ნახვა

სამხედრო
„Agile Spirit 2015“ დასრულდა

ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი და უცხოელი სამხედროები „Agile Spirit 2015“-ის ფარგლებში უკვე ბოლოჯერ შეიკრიბნენ. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალეროვნული წვრთნების დასრულების ცერემონიალი ტრადიციაა და ყოველთვის იმართება. ქართველი, ამერიკელი, ბულგარელი, რუმინელი, ლიტველი და ლატვიელი სამხედროები ცერემოანილის დაწყებამდე ერთმანეთს სწავლების შესახებ გამოცდილებას უზიარებდნენ.

ის ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოში პირველად იყვნენ, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში ბევრი ახალი მეგობრი შეიძინეს.  თუმცა ამერიკელი საზღვაო ქვეითი ოფიცერი ჯო კოლდუელი,  რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერია, უკვე მეორედაა საქართველოში. როგორც თვითონ ამბობს,   ძალიან უხარია, როდესაც ნაცნობ ქართველ ჯარისკაცებს ხვდება. ოფიცერი კოლდუელის თქმით, წინა წელთან შედარებით, ქართული შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო დაიხვეწა.

 ამერიკელი სამხედროებისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა პირველად იყო საქართველოში. ბულგარეთის 61-ე მექანიზირებული ბრიგადის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა მარგარიტ მიხაილოვმა გამოსამშიდობებელ მიმართვაში ბევრი საქებარი სიტყვა უთხარა ქართველ სამხედროებს. მისი აზრით, “Agile Spirit 2015”-ის ერთ-ერთ წარმატება, სხვადასხვა ქვეყნების სამხედროების დამეგობრებაცაა.

ტრადიციულად, სწავლების დასრულების ცერემონიალი საქართველოს ჰიმნით დაიწყო. წვრთნების მონაწილე სამხედროებს სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსმნებმა სიტყვით მიმართეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ამერიკელ, ბულგარელ და რუმინელ ოფიცრებს  შესაბამისი სერთიფიკატები პირადად გადაცა.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველო ერთი წლის შემდეგ ისევ უმასპინძლებს. ქართველი სამხედროები და მათი ნატოელი მეგობრები კი საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics