2015-07-16 17:32:28, 1026 ნახვა
სამხედრო
საფრანგეთის თავდაცვის ატაშე „გენერალი მაზნიაშვილის“ მედლით დაჯილდოვდა
საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე დაჯილდოვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრარს მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გადასცა.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ფრანგ დიპლომატს საქართველოში მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ვიცე-პოლკოვნიკი ანდრე ევრარი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშედ 2012 წლიდან მუშაობს. 2015 წლის აგვისტოში ის საქართველოში საქმიანობას დაასრულებს.
დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან