13:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 09:53:19, 854 ნახვა

საზოგადოება
შსს და მთის კურორტების განვითარების კომპანია, თოვლმავალი მოტოტრანსპორტის გადაადგილებას ერთად დაარეგულირებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სამთო-სათხილამურო სეზონის დაწყების შემდეგ სათხილამურო ტრასებზე არსებული რისკები და დამსვენებელთა საჩივრები განიხილეს.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტების და რისკების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სათხილამურო ტრასებზე მოსრიალეთა, მათ შორის ბავშვების უსაფრთხოება წარმოადგენს, როდესაც ერთიდაიგივე სათხილამურო ტრასაზე მოთხილამურეებთან ერთად თოვლმავალი მოტოტრანსპორტიც გადაადგილდება.

„დამსვენებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გუდაურის სათხილამურო ტრასის პირველ მონაკვეთზე თოვლმავალი მოტოტრანსპორტისთვის ცალკე ბილიკი უკვე გაკეთდა, რომელიც სპეციალური ნიშნებით იქნება გამოყოფილი. ასევე, მახლობლად გამოიყო და კეთილმოეწყო ვრცელი ტერიტორია, სადაც დამსვენებლებს თოვლმავალი მოტოტრანსპორტით სეირნობის საშუალება ექნებათ.

სხვა მონაკვეთებზე თოვლმავალი მოტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება და მხოლოდ სამაშველო ღონისძიების ან პატრულირების დროს იქნება შესაძლებელი. აღნიშნულს პოლიცია გააკონტროლებს. დამატებით, იმ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეები დაინახავენ სათხილამურო ტრასაზე თოვლმავალს შეუძლიათ დაუკავშირდნენ 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის სპეციალური ჯგუფი მოახდენს რეაგირებას და აღკვეთს მოძრაობას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics