11:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 15:35:36, 17955 ნახვა

კულტურა
თბილისის მერის მოადგილე „შემოდგომის თბილისის“ ღია რეპეტიციას დაესწრო

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 15 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, რიგით 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გაიმართება. კახიძის მუსიკალურ ცენტრში ღია საფესტივალო რეპეტიცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

„შემოდგომაზე, თბილისში, საფესტივალო ცხოვრებას ძალიან დიდი დღესასწაულით ვიწყებთ. მსმენელს 11 დაუვიწყარი კონცერტი ელოდება. მინდა აღვნიშნო, რომ შემოდგომა თბილისში ამ მხრივ ძალიან გამორჩეული იქნება. წინ გვაქვს ორი თეატრალური, ფოტო და კინო ფესტივალები. ვფიქრობ, რომ თბილისს აქვს პოტენციალი გახდეს საფესტივალო ქალაქი და ზოგადად, რეგიონში, კულტურის დედაქალაქი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

„შემოდგომის თბილისი“ აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს. მასში, მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი მუსიკოსები, ისე მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები იტალიიდან, ლატვიიდან   და  ისრაელიდან, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეხვდებიან ქართველ მსმენელს. მათ შორის, ხატია ბუნიათიშვილი, გიორგი კოვალიოვი, გიორგი ხარაძე, ალექსანდრე და დანიელ გურფინკელები, ვოკალური ანსამბლი LATVIAN VOICES, ანსამბლი „დიდგორი“, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ლა სკალას კამერული ორკესტრი და სხვა. ფესტივალის ფარგლებში, 11 ოქტომბერს,  კომპოზიტორ  ალექსანდრე  შავერზაშვილის  100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოც გაიმართება.

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაფუძნდა 1993 წელს ჯანსუღ კახიძის სახელობის  თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე.

ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრების, განსაკუთრებით კი სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას. ფესტივალზე მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა, გაიცნოს პროფესიული მუსიკის სფეროში მოღვაწე, გამოჩენილი მუსიკოსები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics