|
2018-11-17 16:23:09, 3630 ნახვა
ევროპის ამბები
თეიმურაზ გორჯესტანი: გადავწყვიტე დამეცვა დედაჩემი არამარტო მუქარისგან, არამედ საერთო სიცრუისგან
„გასულ პარასკევს ვიყავი ლონდონში, როდესაც მუქარა მივიღე ჩემს სოციალურ ქსელში, შემდეგ გავიგე, რომ იგივე მუქარა მიიღეს ჩემმა დამ და დედამ. პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ალბათ ყველა, ვისაც ჰყავს და, დედა, დამეთანხმება, რომ ეს სრულიად მიუღებელია. ეს არაკანონიერთან ერთად არაქართული ქმედებაა. იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ საქართველოში წამოვსულიყავი, ასე შორიდან ვეღარ ვუყურებდი რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. გადავწყვიტე დამეცვა დედაჩემი არამარტო მუქარისგან, არამედ საერთო სიცრუისგან, რაც მიმდინარეობს ამ ორი თვის მანძილზე სრული სიცრუეა და ამაზე ვეღარ გავჩუმდები. როგორ ბედავენ, დედაჩემი სალომე ზურაბიშვილი არის ოჯახიდან, რომელიც წითელი არმიის გამო ემიგრაციაში მოხვდა. ეს არის ქალი, რომელიც 80-იან წლებში საფრანგეთის დიპლომატიაში იყო, იბრძოდა თავისუფლებისთვის. როცა სხვა კანდიდატი საბჭოთა კავშირში იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა ამ ქვეყნიდან რუსული ჯარის გაყვანა. სრულიად არ მეგონა. დასაწყისში არ მინდოდა ამ კამპანიაში ჩართვა, რადგან მეგონა, რომ ევროპული სტილის კამპანია უნდა ყოფილიყო ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა კანდიდატები სხვადასხვა პოზიციები უნდა ჰქონდეს. კამპანიის დასაწყისშივე დაიწყო სიტყვა მოღალატით გაგრძელდა სრული სიცრუით. ესეთი რამ არ მინახავს არსად მსოფლიოში. ეს არ უნდა მოხდეს ევროპაში და ამერიკაში, ეს არ არის დემოკრატიული არჩევანი და არის ძველი სტილის, საბჭოთა კავშირის მეთოდები,ამის მიმდინარეები ჩამოიყვანეს საქართველოში და ებრძვიან ქალს, რომელიც არის თავისუფალი, ევროპელი და ამავდროულად საქართველოს პატრიოტი, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. მე, ამას არ ვამბობს როგორც შვილი, ვამბობ როგორც ევროპელი და როგორც ქართველი". პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი თეიმურაზ გორჯესტანი
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)