2015-01-20 17:53:38, 817 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: არ მჯერა, რომ ეს არის თვითმკვლელობა და რაიმე უბედური შემთხვევა
„არ მჯერა, რომ ეს არის თვითმკვლელობა და რაიმე უბედური შემთხვევა“, - ასე გამოეხმაურა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას.
ეკა ბესელი არ გამორიცხავს, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქება ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების გააქტიურებას უკავშირდებოდეს.
„ეს არის ტრაგედია და დიდი დარტყმა თითოეული ჩვენთაგანისთვის. ეს ადამიანი, არა მხოლოდ საკუთარი შვილის მკვლელობის გამოძიებისთვის იბრძოდა, არამედ უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ. ამ საქმის გამოძიება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. არ მჯერა, რომ ეს არის თვითმკვლელობა და რაიმე უბედური შემთხვევა“, - წერს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან