2018-02-26 14:26:19, 8170 ნახვა
Lifestyle
მიშელ ობამას მემუარები 13 ნოემბრიდან გაიყიდება
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას მემუარები „Becoming“ 2018 წლის 13 ნოემბრიდან გაიყიდება.
The Guardian-ის ცნობით, წიგნი 24 ენაზე გამოიცემა. გამოცემის უფლება $60 მილიონად Penguin Random House-მ მოიპოვა.
სწორედ ამ გამომცემლობამ იყიდა ბილ კლინტონის მემუარების გამოცემის უფლებაც.
„ეს წიგნი მთლიანად ჩემი გამოცდილებაა, მოთხრობილია თუ როგორ იპოვა ძალა საკუთარ თავში ჩიკაგოელმა გოგომ, რათა სხვები გაემხნევებინა, იმედია მკითხველს მოეწონება“,- განაცხადა მიშელ ობამამ.
წიგნის ღირებულებაა $ 32.5 შეადგენს, ხოლო ელექტრონული ვერსიით დაახლოებით $ 15 ეღირება.
მემუარების გამოქვეყნებამდე მიშელ ობამა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას განაგრძობს.
მიშელ ობამა ამერიკის პირველი ლედი 2009-2017 წლებში იყო.
ავტორი: ,