2015-04-30 18:38:42, 1143 ნახვა
მსოფლიო
ფრანგ და ქართველ სამხედროებს აფრიკაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
ცენტრალურ აფრიკაში სამშივდობო მისიებში მონაწილე ფრანგ და ქართველ სამხედროებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულ მედიაში გავრცელდა.
საუბარია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. ფრანფული მედიის ცნობით, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.
გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, სამხედროების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის ფაქტები გაეროს ანგარიშშია აღწერილი, რომელიც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ოფიციალურ სტრუქტურებს მიაწოდა.
გავრცელებული ცნობით, ძალადობა ბიჭებზე ხდებოდა, მათ შორის 9 წლის ბავშვზე.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებმა სექსუალურად 10 ბავშვზე იძალადეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან