2015-04-23 11:04:28, 1062 ნახვა
მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდი მისტრალების გადაცემა არსებული მდგომარეობით შეუძლებელია
„რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდი მისტრალების გადაცემა არსებული მდგომარეობით შეუძლებელია“,-ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საფრანგეთი მზად არის რუსეთის ფედერაციას საჭიროების შემთხვევაში საფასურიც დაუბრუნოს.
„მისტრალთან დაკავშირებით ვაპირებთ ყველა შესაძლო გზა განვიხილოთ, არსებული ვითარების გათვალისწინებით მათი გადაცემა რუსეთისთვის შეუძლებელია. რაც შეეხება საფასურს, ამის შესახებ პოზიცია მკაფიოდ ჩამოვუყალიბეთ პრეზიდენტ პუტინს. ჩვენ მიერ განხილული სხვადასხვა სცენარების განვითარების შემთხვევაში მოხდება საფასურის გადახდა ან თანხის უკან დაბრუნება“,-განაცხადა ოლანდმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან