ჯოზეფ დაული „რ2“-ზე: მოსახლეობას შეიძლება ინფორმაციის ერთადერთი დამოუკიდებელი წყარო ჩამოერთვას
"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი ჯოზეფ დაული ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ევროპელი პოლიტიკოსი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის რაც საქართველოში ხდება, მედიის დემოკრატიასა და თავისუფლებას ავნებს.
დაული განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.
"ღრმად შეშფოთებული ვარ, ბოლო დროს საქართველოში ერთადერთ დამოუკიდებელ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში განვითარებული მოვლენებით. ეს მედიის დემოკრატიასა და თავისუფლებას ვნებს. "რუსთავი 2"-ის შემთხვევა ქართული დემოკრატიის გამოცდაა. საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ინფორმაციის ერთადერთი დამოუკიდებელი წყარო ჩამოერთვას", - წერს დაული.