2016-05-22 14:26:08, 1212 ნახვა
სხვადასხვა
კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ვიდეო
ზუგდიდში, კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ნაცემია „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის თენგიზ გუნავა, ნიკა მელია და გიგა ბოკერია.
საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და უთხრეს, რომ "ნაციონალებს" ხალხთან მისვლის მორალური უფლება არ აქვთ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია კი, არ ფლობს ინფორმაციას, ვინ მიიყვანა უბანზე სპორტსმენები. მისი თქმით, დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. ასევე, ხელი დაარტყეს მედიის წარმომადგენლებს.
ტელეკომპანია ოდიშის ვიდეოკადრები
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან