2015-02-19 15:46:14, 1120 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ ონ-ლაინ განვადებით სარგებლობა კიდევ ორ მაღაზიაში გახდა შესაძლებელი
დღეიდან, „ვითიბი ბანკის“ ონ-ლაინ განვადებით სარგებლობა Alta–ს და Apple City–ს ვებ გვერდებზეც გახდა შესაძლებელი.
სასურველი ნივთის შესაძენად საჭიროა ონ-ლაინ განაცხადის შევსება ვებ გვერდებზე: alta.ge და applecity.ge. პასუხს მომხარებელი sms გზავნილით მიიღებს. სამუშაო საათების განმავლობაში შევსებულ განაცხადზე, პასუხის მიღება, ხდება ერთი საათის განმავლობაში, ხოლო არასამუშაო საათების შემთხვევაში მომდევნო დღეს. ასევე, შესაძლებელია შეძენილი ნივთების ადგილზე მიტანა.
სესხის მაქსიმალური თანხა 5000 ლარია, მაქსიმალური ვადა კი 24 თვეა, თანამონაწილეობა 0% - დან.
როგორც ბანკში აცხადებენ, უახლოეს დღეებში, „ვითიბი ბანკის“ ონ-ლაინ განვადების პარტნიორი მაღაზიების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან