2025-10-08 20:41:33, 1744 ნახვა
კომენტარი
ფიშერი: ვეწინააღმდეგებით ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული შედარებების გამოყენებას
ვეწინააღმდეგებით ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული შედარებების გამოყენებას" - დაწერა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა კობახიძის განცხადების პასუხად.
კიდევ ვიმეორებ, რაც აქამდეც მითქვამს: გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია, რადგან აკნინებენ მსხვერპლს და ცრუ შთაბეჭდილებებს ქმნიან. - განაცხადა გერმანიის ელჩმა
"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ 8 ოქტომბერს განაცხადა: "კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ევროპა - როგორც ასეთი, არ არის პანაცეა. ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც ასეთი ტიპის პროპაგანდით გამოირჩეოდა. მართლა გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა ეს სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან".
ავტორი: ექსპრესნიუსი,