2015-02-02 18:04:28, 1122 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე „წლის საუკეთესო ბიზნესმენად“ დასახელდა
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ჟურნალი ,,EGO’-ს’ 3 წლის იუბილეზე „წლის საუკეთესო ბიზნესმენად“ დასახელდა.
"რადისონ ბლუ ივერიაში" გამართულ გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებულები 26 ნომინაციაში გამოვლინდა.
ჭკვიანი, ძლიერი, გემოვნებიანი ადამიანებისთვის შექმნილ ჟურნალ “EGO“- ს მიერ გამართულ კონკურსში, ნომინაციებში გამარჯვებულები სოციალურ ქსელში გამოცხადებული ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე გამოვლინდნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წელს სააგენტო GHN-ის მიერ ორგანიზებულ „ოქროს პერგამენტის“ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ბიზნესმენის ტიტული "ვისოლი ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მეორედ მოიპოვა, ხოლო წლის ბრენდად „სმარტი“ დასახელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან