17:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 12:45:11, 1241 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძემ ადგილობრივ მუსლიმებს ბაირამი ქედიდან მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მუსლიმებს ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაული ყურბან ბაირამი დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის მეჩეთიდან მიულოცა.

მორწმუნეებთან ერთად მეჩეთში მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე და სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.

„ჩვენი მრავალეროვანი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ბათუმში მცხოვრები ნებისმიერი ეთნიკური უმცირესობისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ღონისძიება. სწორედ ეს ურთიერთდამოკიდებულება აერთიანებს  აჭარაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ სითბო და სიკეთე შემოსულიყოს თითოეული თქვენგანის ოჯახში“, - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

ეიდ ალ-ადჰა, იგივე ყურბან ბაირამი, მუსულმანური კალენდრის მთავარი დღესასწაულია, რომლითაც რამადანის დასასრული აღინიშნება. მუსლიმები ამ დღესასწაულზე  შეწირულ საკლავს შეჭირვებულ ოჯახებს ურიგებენ.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics