2015-01-27 14:43:13, 709 ნახვა
პოლიტიკა
ვაზაგაშვილების საქმეებთან დაკავშირებით პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა არ გაიმართება
იური და ზურაბ ვაზაგაშვილების საქმეებთან დაკავშირებით პარლამენტში შსს–სა და პროკურატურის წარმომადგენელბს არ მოუსმენენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული საქმეების განხილვა კომიტეტის დახურულ სხდომაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია.
„ამ საკითხის განხილვა მიზანშეუწონელია, ვინაიდან გამოძიებასთან დაკავშიერებული ინფორმაცია დახურულ სხდომაზეც არ შეიძლება ითქვას. ეს საიდუმლოებას წარმომადგენს. ხოლო, ის რაც შეიძლება ითქვას დახურულ სხდომაზე, მაგრამ არ შეიძლება გასაჯაროვდეს, ეს ინფორმაცია კომიტეტის თითოეულ წევრს შეუძლია მიიღოს უშუალოდ მთავარი პროკურორისაგან“, – აღნიშნა ხმალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან