2015-01-03 11:05:58, 2117 ნახვა
სამხედრო
მინდია ჯანელიძემ ავღანეთში ქართველ სამხედროებს ახალი წლის დადგომა მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ 2015 წლის დადგომა ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად აღნიშნა.
უწყების ინფორმაციით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას ახალი წელი მინისტრთან ერთად, მისმა მოადგილემ გოჩა რატიანმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს.
მინდია ჯანელიძემ საერთაშორისო მისიაში მონაწილე კონტინგენტს სიტყვით მიმართა, ქართველი სამხედროების საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მათ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
თავდაცვის მინისტრის მილოცვის შემდეგ, ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს საქართველოდან ტელეხიდის მეშვეობით ახალი წელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან