2015-01-11 14:41:46, 1324 ნახვა
სამართალი
ჰიპერმარკეტ
ჰიპერმარკეტ "კარფურის" საიტის გატეხვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით , გამოძიება 284-ე მუხლის, პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ფრანგული ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ქსელის საიტი carrefour.com.ge გატეხეს.
„ჩვენ ვართ მუსლიმები; ყურანი ჩვენი წიგნია; ჩვენ ღმერთის გვწამს; ღმერთისთვის ვმუშაობთ; წყეულიმც იყოს „Charlie Hebdo“; ისლამი ყოველთვის დომინანტი იქნება!!! ისლამი სიმართლეა!!! ამოტომაც ისლამი ყველაზე სწრაფად ზრდადი რელიგიაა!!!“,-ამ წარწერებს carrefour.com.ge-ზე შესვლისას ინგლისურად წაიკითხავთ.
საიტზე, ასევე უცნობი პირების საუბარი ინგლისურ ენაზე ისმის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან