22:42 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-10 15:58:27, 4275 ნახვა

პოლიტიკა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს

ყოფილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს. ინფორმაცია თავდაპირველად BM.GE-მ ივანიშვილის მთავრობის 661-ე განკარგულებაზე დაყრდნობით გაავრცელა. 

განკარგულება 31 მარტით თარიღდება და მას ხელს ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე აწერს. განკარგულების თანახმად, ზაზა ფაჩულიას კომპანიას შპს სადმელი ჰესს 49 წლით აღნაგობის უფლებით გადაეცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე  29 007 კვ.მ.მიწის ნაკვეთი, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასური კი 18 973 ლარია. 

განკარგულებაში ქონების გადაცემის პირობად მითითებულია სადმელი ჰესის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება საქართველოს მთავრობის, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს სადმელი ჰესს შორის 2025 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. 

განკარგულებაში მითითებული არაა პროექტის განხორციელების ვადები, საინვესტიციო ღირებულება და ჰესის სიმძლავრე.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს სადმელი ჰესი 2023 წლის 27 თებერვალს რეგისტრირებული კომპანიაა. კომპანიის 100%-იანი წილი ნათია ლოლაძემ 2025 წლის ივნისში ზაზა ფაჩულიას 450 000 დოლარად მიჰყიდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics