13:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 10:48:45, 2484 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებულ 8 პაციენტს აღენიშნება პნევმონია, აქედან ოთხის მდგომარეობა მძიმე პნევმონიად ფასდება

„28 პაციენტიდან შემატებულ პაციენტებს შორის, გარკვეულწილად, გვყავს უკვე 8 პაციენტი პნევმონიით, აქედან 4 პაციენტი მძიმე პნევმონიით ფასდება“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მკურნალობა გრძელდება ამ პაციენტებთან და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

„28 პაციენტიდან შემატებულ პაციენტებს შორის გარკვეულწილად გვყავს უკვე 8 პაციენტი პნევმონიით აქედან 4 პაციენტი მძიმე პნევმონიით ფასდება, უბრალოდ სტაბილური სიტუაციია დაწყებული პნევმონიის ფონზე და ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება არ იქნება და ამ დონეზე თუ შეგვიჩერდება პროცესი, ეს ძალიან კარგი იქნება. ალბათ, გარკვეული პერიოდის მერე, დადგება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისგანაც შორს არ ვიქნებით.

დანარჩენი 4 შემთხვევაში საშუალოზე მსუბუქი მიმდინარეობით არის პნევმონია. აქაც მკურნალობას ექვემდებარება მდგომარეობა და მათთანაც არ შეინიშნება პროგრესირება. ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაცია, არ ნიშნავს აუცილებლად სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას. ყოველთვის მოსალოდნელია, მიუხედავად მკურნალობისა, დაავადების პროგრესირება გამოვლინდეს ინფიცირებიდან 13 დღის განმავლობაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics