12:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 10:55:09, 1323 ნახვა

მსოფლიო
ნიგერიაში თავდასხმების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ქალაქ გომბეში ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

"როიტერის" ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. თუმცა თავდასხმები სავარაუდოდ, ისლამისტურმა მოძრაობა "ბოკო ჰარამმა" განახორციელა.

"წითელი ჯვრის" ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, მათი რიცხვი 70-ს აღწევს.

ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ "ბოკო ჰარამის" წინააღმდეგ ბრძოლა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. თუმცა თავდასხმები ბოლო თვეების განმავლობაში მაინც გრძელდება. ბუჰარიმ კვირის დასაწყისში თავდაცვის მინისტრიც შეცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics