2015-07-09 12:28:06, 613 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში პარლამენტის შენიშვნები გათვალისწინებულია
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში პარლამენტის შენიშვნები გათვალისწინებულია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კორექტირებულ ვარიანტში სიახლე ტექსტობრივი რეგულაციებია.
„ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი წინადადება. საქართველოს მთავრობამ მოიწონა, პარლამენტმა განიხილა და შენიშვნები გადმოგვიგზავნა. მინდა საიდუმლო გაგიმხილოთ და გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტის ახალი ვარიანტი უკვე განიხილა. იქ არ არის მაკროპარამეტრები შეცვლილი. კორექტირებულ ვარიანტს ხვალ ან ზეგ გადავუგზავნით პარლამენტს. ახალი არის ის, რომ ტექსტობრივი რეგულაციებია შეცვლილი. მათ შორის გათვალისწინებულია პარლამენტის წევრების შენიშვნები“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან