2019-03-20 18:10:58, 3760 ნახვა
სხვადასხვა
მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი - საქართველო 119-ე ადგილზეა
გაერო-მ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 156 ქვეყანას შორის, 119-ე ადგილზეა, - ამის შესახებ Dailymail იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველომ შარშანდელ რეიტინგთან შედარებით საკუთარი პოზიცია 9 ქულით გააუმჯობესა.
მედიის ცნობით, პირველი ადგილი რეიტინგში ფინლანდიამ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ფინლანდია ყველაზე ბედნიერ ქვეყნად უკვე მეორე წელია სახელდება. მეორე ადგილს დანია, მესამეს - ნორვეგია, მეოთხეს - ისლანდია და მეხუთეს ნიდერლანდები იკავებს. რეიტინგში ყველაზე ბოლო, 156-ე ადგილს სამხრეთ სუდანი იკავებს.
ტოპ 20-ში ისეთი წარმატებული ქვეყნები ვერ მოხვდნენ როგორიცაა საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან