12:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 12:38:40, 672 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი თაბუაშვილი: ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი არც თუ ისე მცირე თანხით დაკორექტირდება

„ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი არც თუ ისე მცირე თანხით დაკორექტირდება“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის  წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,  სადაც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებთან ერთად სამთავრობო სტრუქტურებთან და კერძო სექტორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით იმსჯელეს. 

როგორც თაბუაშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტი უკვე  მომზადებულია.
„ბიუჯეტის პროექტი მომზადებულია. ის უახლოეს პერიოდში წარედგინება მთავრობას. მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ფინანსთა სამინისტროს  ბიუჯეტი დაკორექტირდება არც თუ ისე მცირე თანხით“,-განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა. 
ცნობისთვის, შეხვედრაზე ფინანსთა  სამინისტრომ   ინფორმაცია საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით  განხორციელებულ ცვლილებეზე წარმოადგინა, გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ სიახლეებზე და ასევე საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics