13:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 16:33:28, 1246 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე: საფრთხის არიდება ყველას პასუხისმგებლობაა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას, განცხადებით, ქობულეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები. ამასთან იზორიას თქმით, საფრთხის თავიდან აცილება არა მხოლოდ კერძო პირის, არამედ ყველას პასუხისმგებლობაა.

"დაწყებულია გამოძიება და როგორცკი რაღაც სიახლე იქნება გაიგებს საზოგაოება. ყველანაირ საფრთხეს სჭირდება თავიდან აცილება, ეს არის როგორც უშაულოდ კერძო პირის, ყველას პასუხისმგებლობა და იყო თუ არა ზომები დაცული, ესეც გამოსაძიებელია",-განაცხადა ლევან იზორიამ.
დაღუპული  ბავშვების   ცხედრები პროზექტურაში ჰყავდათ  გადასვენებული. დნმ-ის ანალიზის პასუხები 3 დღეში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, გუშინ,  05:00 საათზე,  ქობულეთში, აღმაშენებლის ქ. N358-ში, მდებარე სასტუმროს „არმაზი“ ხანძარი გაუჩნდა. იმ დროს სასტუმროში ქ. რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის 35 ბავშვი იმყოფებოდა, რომლებიც ბათუმში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილების მისაღებად ჩავიდნენ. ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა. სავარაუდოდ ხანძარი იმ ოთახში განჩნდა, სადაც დაღუპულები იმყოფებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics