2015-05-11 10:22:44, 475 ნახვა
სამართალი
შსს-მ სიღნაღში 16 527 ცალი საბრძოლო ვაზნა და უკანონო პისტოლეტი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მოქალაქის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 16 527 ცალი საბრძოლო ვაზნა, „ტე-ტეს“ ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი 2 მჭიდით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 4 მჭიდი ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, ექპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან