14:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 11:16:33, 1377 ნახვა

მსოფლიო
ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, პოლიციამ 2 ჯიჰადისტი მოკლა

აღმოსავლეთ ბელგიაში, ქალაქ ვერვეში, ანტიტრორისტული ოპერაციის შედეგად, პოლიციამ 2 ჯიჰადისტი მოკლა, ერთი ეჭვმიტანილი კი დააკავა. 

როგორც ქალაქის პროკურატურის წარმომადგენელმა ერიკ ვან დერ სიპტმა განაცხადა, პოლიცია უთვალთვალბდა სირიიდან ჩამოსულ ჯგუფს, რომელიც ბელგიაში ფართომასშტაბურ ტერაქტებს გეგმავდა.

მისივე ინფორმაციით, ტერორისტებმა პოლიციას  ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი  ჩხრეკის ორდერით მათთან მივიდნენ. 

პროკურატურის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციები ბრიუსელშიც მიმდინარეობს  და უახლოეს მომავალში ახალი დაკავებულებიც იქნებიან.

განვითარებული მოვლების გამო, ბელგიის მთავრობამ  ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, მესამე დონე გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics