|
2017-06-01 09:41:52, 742 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი მღებრიშვილი ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს ეიმუტის მისიუნასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლიტვის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მღებრიშვილმა ლიტვის შს მინისტრს საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს შს მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპოლიციო თანამშრომლობის პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაციასა და ჰარმონიზაციას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი პარტნიორია. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ეიმუტის მისიუნასს უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები, ასევე, შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა შსს-ს აკადემიის საერთაშორისო ტრენინგ-პროექტზეც, რომლის ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის, ერთიანი მიდგომის შემუშავებას, ასევე, მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მღებრიშვილმა და ეიმუტის მისიუნასმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტის თანახმად, ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, ევროპული მისწრაფებების კონტექსტში. ქართველი და ლიტველი სამართალდამცველები ერთმანეთს გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ საპოლიციო რეფორმების განხორციელებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ასევე, საზღვრის ინტეგრირებული მართვის, მიგრაციის რეგულირების, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების, სამოქალაქო თავდაცვისა და საექსპერტო–კრიმინალისტიკური მიმართულებებით.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)