2017-02-21 19:28:23, 1763 ნახვა
სხვადასხვა
უცხოური მედიის ინფორმაციით, მარტში შესაძლოა წითელი iPhone 7 და iPhone 7 Plus გამოვიდეს
კომპანია Apple-მა მარტის თვეში შესაძლოა წითელი iPhone 7 და iPhone 7 Plus გამოუშვას, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც მედია საშუალებები წერენ, ანონსი კომპანიის გამოფენაზე გაკეთდება, რომელიც მარტშია დაგეგმილი. წითელი iPhone-ის შესახებ სტატია იაპონელმა ბლოგერმაც გამოაქვენა. მისი ინფორმაციით, წითელი iPhone 7 ბაზარზე მარტის ბოლოს გამოჩნდება.
დღემდე iPhone-ი ტელეფონებს რამდენიმე ფერში უშვებს, ესენია: შავი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ვარდისფერი.
უცხოური მედია იმავე წყაროზე დაყრდნობით გვიყვება რომ, კომპანია ასევე გეგმავს გაანახლოს iPhone SE და მას 128 გიგაბაიტის მახსოვრობა მიანიჭოს.
ცნობისთვის, კომპანია Apple-ის გამოფენა მარტის თვეშია დაგეგმილი, სადაც iPad-ის ახალ ვერსიებსაც წარადგენენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან